logo
ENG



"ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია" - დარჩიაშვილი პუტინის განცხადებაზე

27 მაი 202313:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/27/zmv3iw59l3ax9ow.png

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი იმეორებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფრენების აღდგენის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით.

"ჩვენ ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნაზე, არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია, ეს არაერთხელ ვთქვით, ყველა დონეზე იქნა ამის შესახებ კომენტარი გაკეთებული.

ჩვენ ვრჩებით ჩვენი განცხადებების ფორმატში, ჩვენი განცხადებების მთავარი ლაიტმოტივი რაც იყო მაშინ, რომ ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია და ახლაც იმავეს გიდასტურებთ", - განაცხადა მან.

პუტინის განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილიც - მისი თქმით, აქვს "განცდა", რომ რუსეთის პრეზიდენტი ქართული ხელისუფლების მხრიდან ფრენების აღდგენის მოთხოვნაზე რეალურად სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა. პუტინის თქმით, მისთვის გაუგებარი იყო ის რეაქცია, რომელიც სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას მოყვა.


close დახურვა